კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორთა ათეულშია

0
22

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) მიერ 33 ეროვნული ჩემპიონატის ყველა აქტიურ დრიბლიორების ათეულში მოხვდა, რომელიც InStat-მა შეადგინა.

ათეული დრიბლინგის ინდექსითაა შედგენილი – 100 სათამაშო წუთის განმავლობაში ფეხბურთელმა საშუალოდ რამდენჯერ მოახერხა მეტოქისთვის გვერდის ავლა.

ყველაზე მაღალი შეფასება ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ადამა ტრაორემ მიიღო, რომელიც „ვულვერჰემპტონში“ გამოდის – 11,2.

მეორე ადგილზე „უნივერსიდად დე ჩილის“ არგენტინელი ლეგიონერი ნაულ ლუანი (9,7) გავიდა, ხოლო მესამეზე – ცსკას ნიგერიელი თავდამსხმელი ჩიდერა ეჯუკე (9,3).

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩამონათვალში მე-7 ადგილზეა – ის მიმდინარე სეზონში მეტოქისთვის გევრდის ავლას საშუალოდ 7,6-ჯერ ახერხებდა.