კონტე „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელია

0
15

ანტონიო კონტე ლონდონის „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელია.

ინგლისურმა კლუბმა და იტალიელმა სპეციალისტმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც შესაძლოა მხარეების სურვილის შემთხვევაში მომავალში გაგრძელდეს.

კონტემ „ტოტენჰემის“ თავკაცის თანამდებობაზე პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ შეცვალა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 18,3 მილიონი ევრო იქნება.

იტალიელი გასულ სეზონში მილანის „ინტერს“ ავარჯიშებდა, რომელსაც სერია A მოაგებინა, მაგრამ ზაფხულში გუნდიდან წავიდა.

კონტე 2016-2018 წლებში ლონდონის “ჩელსის” წვრთნიდა და პრემიერ ლიგა მოაგებინა.