“კოკა კოლას” თასი “ვალენსიამ” მოიგო, “საბურთალო” მესამე ადგილზე გავიდა

0
3

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი “კოკა კოლას” თასი, სადაც 6 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. “საბურთალოს” გუნდების გარდა, ტურნირში იასპარეზეს – ესპანეთის “ვალენსიამ”, დონეცკის “შახტარმა”, ტაშკენტის “ბუნედკორმა”, ყაზახეთის “აქტაუმ” და ემირატების “ბარსელონას” აკადემიამ.
მესამე ადგილისთვის “საბურთალომ” პენალტების სერიაში “აქტაუ” დაამარცხა, ხოლო ასევე თერთმეტმეტრიანების წყალობით ვალენსიელებბა დონეცკის “შახტარი” დაამარცხეს. ფინალური მატჩი, დაძაბული, საინტერესო და რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოდგა. ძირითადი დრო 2:2 მორჩა, მერე კი ესპანელებმა იმარჯვეს.
ბოლოს, ნომინაციებში საუკეთესოებიც გამოვლინდნენ. ფეხბურთელები კი სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა,ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, “ავერსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ და “კოკა კოლა” ბოთლერს ჯორჯიას მარკეტინგის დირექტორმა გოგა რობაქიძემ დააჯილდოვეს. ტურნირზე დაწესებული იყო ტრაგიკულად გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის სახელობის პრიზი, რომელიც გიორგის დამ, ანი შაქარაშვილმა გადასცა.

საუკეთესო მეკარე – იგორ კრაპივინი (შახტარი)
საუკეთესო მცველი – იგორ კოსტიუკი (შახტარი)
საუკეთესო ნახევარმცველი – საბა ხოფერია (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ დურანი (ვალენსია)
საუკეთესო გოლი – რეზი გაზდელიანი (თბილისის ნაკრები)
მაყურებელთა სიმპატია – ანდრია ტალახაძე (საბურთალო)
პერსპექტიული ფეხბურთელი – გიორგი ჟღენტი (თბილისის ნაკრები)
საუკეთესო ფეხბურთელი – ხოსე ლუისი (ვალენსია)

“კოკა კოლას” თასის პირველი გათამაშება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, “კოკა კოლასა” და “ლიდერბეთის” დახმარებით ჩატარდა. აღნიშნული გათამაშება ყოველწლიურად ჩატარდება.