ბურჯანაძის 18 ქულა და მოგება ვალენსიაში

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ბექა ბურჯანაძემ, რომელიც ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “ბეტისში” თამაშობს, სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მისიგუნდი ვალენსიაში ესპანური ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს ეთამაშებოდა, თუმცა ბუჯანაძის ქებული გარჯისა და გუნდური შეუპოვრობით “ბეტისმა” 84:81 გაიმარჯვა.

ბექამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 7-დან 6 სამქულიანია. მარკო ტოდოროვიჩმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ სევილიელთა მეორე გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 8 ტურია ჩატარებული). „ბეტისი“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში 7 ნოემბერს „სარაგოსას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.