შვედეთმა საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა – “იბრა” ბათუმში მოდის

0
4

შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 11 ნოემბერს ბათუმში საქართველოს, ხოლო 14 ნოემბერს სევილიაში ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შვედეთის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდერსონმა მომავალი თამაშებისთვის შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:

მეკარეები: რობინ ოლსენი (შეფილდი, ინგლისი), პონტუს დალბერგი (დონკასტერი, ინგლისი), კრისტოფერ ნორდფელტი (აიკ)

მცველები: დანიელ სუნდგრენი (არისი, საბერძნეთი), იოაკიმ ნილსონი (არმინია, გერმანია), ლუდვიგ აუგუსტინსონი (სევილია, ესპანეთი), სებასტიან ჰოლმენი (რიზესპორი, შვედეთი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერი, ინგლისი), ალექსანდერ მილოშევიჩი (აიკ), მარტინ ოლსონი (მალმიო)

ნახევარმცველები: მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), ვიქტორ გიოკერსი (ქოვენთრი, ინგლისი), მაგნუს ერიქსონი (დიურგარდენი), კრისტოფერ ოლსონი (ანდერლეხტი, ბელგია), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), იენს კაიუსტე (მიდტიულანდი), ოსკარ ლევიცკი (მალმიო), ვიქტორ კლაესონი (კრასნოდარი, რუსეთი), იესპერ კარსლონი (ალკმაარი, ნიდერლანდები), დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი, იტალია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), ემილ ფორსბერგი (ლაიფციგი, გერმანია)

თავდამსხმელები: რობინ ქუაისონი (ალ-ეტიფაკი, საუდის არაბეთი), ალექსანდერ ისაკი (სოსიედადი, ესპანეთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია).

საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც 4 ქულა აქვს და B ჯგუფში მე-4 ადგილზეა, შვედეთთან შეხვედრა მსოფლიო პირველობის შესარჩევში ბოლო იქნება.

შვედეთი ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს, ესპანეთი 13 ქულით მეორეა, ხოლო საბერძნეთი 9 ქულით – მესამე. ბოლო ადგილზე კოსოვოა 4 ქულით.