„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
4

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნუნუ ესპირიტუ სანტუ დაითხოვა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 47 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად, „დეზებს“ მისი სამწვრთნელო შტაბიც დატოვებს.

ნუნუ ესპირიტუ სანტუს გაშვების მიზეზის გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგი იყო. „ტოტენჰემმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩიდან 5 წააგო და 10 ტურის შემდეგ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

პორტუგალიელი „ტოტენჰემს“ სათავეში 2021 წლის ივნისში ჩაუდგა, ხოლო მანამდე „ვულვერჰემპტონს“ ავარჯიშებდა.

ლონდონელთა გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იტალიელი ანტონიო კონტეა.