ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ჩხეტიანი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში”.
