კვერკველიას პირველი სასტარტო და გამანადგურებელი მარცხი

0
5

სოლომონ კვერკველიასთვის ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ის სასტარტოში ჩატარებული პირველი მატჩი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ხარკოველებმა ლუგანსკის „ზორიას“ უმასპინძლეს და 1:6 წააგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში პირველად მოხვდა და 66-ე წუთამდე, როდესაც გუნდები თანაბარი შემადგენლობებით თამაშობდნენ, მასპინძლები 1:3 აგებდნენ.

შემდეგ ხარკოველებს მეორე ყვითელი ბარათის გამო მცველი გაუძევეს და თავის კარში კიდევ სამი ბურთი მიიღეს.

„მეტალისტ 1925“-ს 19 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიცაზეა.