ხოჭოლავას ტრავმა და დაუსრულებელი მატჩი

0
11

დავით ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში მატჩი ვერ დაასრულა.

„კოპენჰაგენი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის შინ აუტსაიდერ „ვეილეს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, ფეხში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა.

დანიური მედიის ინფორმაციით, ხოჭოლავას ფეხი მანამდეც აწუხებდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არაა.

„კოპენჰაგენი“ 28 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.