ბაჩანა არაბულმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და „ლამიას“ ქულა მოუტანა.
მე-8 ტურში ქართველი ფორვარდის გუნდმა „ატრომიტოსს“ უმასპინძლა და დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:2 აგებდა მეტოქის კარი აიღო.
ის გასულ სეზონშიც „ლამიაში“ გამოდიოდა და ზაფხულში, როდესაც კონტრაქტი ამოეწურა გუნდის დატოვებას გეგმავდა. თუმცა, საბოლოოდ, დარჩა და ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მან ამ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში 5-ჯერ (2-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
წინა სეზონში 27 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 21 მატჩში გატანილი 4 გოლია.
