ჭანტურიშვილის საგოლე პასი ჩეხეთში

0
5

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში საგოლე პასი მიითვალა.

მე-13 ტურში, „ზლინი“ სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, შინ „ჩეშსკე ბუდოვოცეს“ შეხვდა და 2:0 სძლია.

ჭანტურიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა.

მან მიმდინარე სეზონში „ზლინში“ 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის „ზლინში“ 2018-2019 წლების სეზონიდან გამოდის.

„ზლინი“ 13 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 პოზიციაზეა.