ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „ულსანის“ სამხრეთ კორეის ჩემიონატში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
34-ე ტურში „ულსანმა“ შინ „სუვონს“ 2:2 დაუზავდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მე-10 წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა.
მასპინძლებმა მეორე გოლი მე-14 წუთზე გაიტანეს. სტუმრებმა ერთი ბურთი 34-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო 56-ეზე ანგარიში გაათანაბრეს.
ყაზაიშვილმა, რომელიც „ულსანში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სამხრეთ კორეულ კლუბში საერთო ჯამში 14 გოლი მიითვალა. მან ერთხელ მეტოქეების თასზე დაამწუხრა, ხოლო 4-ჯერ აზიის ჩემპიონთა ლიგაში.
„ულსანი“ 65 ქულით ჩემპიონობისთვის მებრძოლს ექვსეულში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ჩონბუკს“ 2 ქულით ჩამორჩება.
