მესამე ტური დრამატული მატჩებით დასრულდა

0
3

მესამე ტურის დასკვნითი დღეს, ორივე მატჩი, დრამატულად წარიმათა – ახალ სეზონის პირველი საბრძოლო ფრე და მოქმედი ჩემპიონის პირველი მარცხი დაფიქსირდა. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

ილიაუნის წინააღმდეგ გამართულ მატჩი არმიამ აქტიურად დაიწყო. სტუდენტების მეკარე აბულაძე, ჯერ სილაგავას ორ დარტყმას გადაეფარა, შემდეგ კი ლატარიას აუღო. არმიელთა კიპერი ტერუნაშვილის დარტყმას კი რიკოშეტი და ძელი მოჰყვა. სტუდენტები ამის შემდეგაც გადაურჩნენ გოლს – მაისაიამ და ფოფხაძემ მცირედით ააცილეს მიზანს. მე-10 წუთზე ნანეიშვილს გატანა მართებდა, მაგრამ ილიაუნის მეკარე აბულაძემ რთული ბურთი აიღო. მალევე სტუდენტებს პირველი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ გვაზავას დარტყმისას არმიის კარი ძელმა იხსნა.

ზუსტად ორ წუთში, სილაგავამ, უძლიერესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. მიღებული გოლის შემდეგ სტუდენტებმა უფრო მწვავედ შეუტიეს. მეკარე ტერუნაშვილმა ჯერ ხაჭაპურიძის, შემდეგ კი გეგეშიძის დარტყმისას იხსნა კარი, მაგრამ მე-15 წუთზე თაბაგარის გასროლას წინ ვეღარ აღუდგა – 1:1. შესვენებამდე არმიას დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მაისაიამ მცირედით ააცილა, სილაგავას კი მეკარე აბულაძემ აუღო. მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით წარიმართა.

მეკარე ტერუნაშვილმა ბერეჩიკიძე გააწბილა, მისმა ვიზავმა აბულაძემ კი მაისაია და სილაგავა. 28-ე წუთზე კურტანიძემ არმიელთა იერიში ჩაჭრა და კონტრშეტევისას მისი პასი ბერეჩიკიძემ დააფასა, 2:1. რამდენიმე წამში, ლატარიამ ჩაჭრა სტუდენტების შეტევა და სილაგავამ ანგარიში გაათანაბრა, 2:2. ამის მერე მეტოქეებმა ტაიმის ნახევარზე მეტი ითამაშეს, გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ორივე მეკარის თავგანწირული თამაშის წყალობით, ანგარიში აღარ შეცვლილა.

თელასი-ჯორჯიანსისა და კსუ-ს დაპირისპირება, გასულ სეზონში ერთგვარი დერბი გახლდათ და როგორც ჩანს, ეს ტრადიცია გრძელდება. აღსანიშნავია ის, რომ ამ მატჩში 4 პენალტი დაინიშნა. კსუ-ს კიპერი შეტევებში აქტიურად მონაწილეობდა და ჯამში, ათი დარტყმით დაემუქრა მეტოქის კარს. თელასი პირველივე წუთზე დაწინაურდა, თოდუას პასი თოფურიამ შეირგო, მაგრამ მანამდე ჯარიმა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

თუმცა, ჯორჯიანსელები მაინც სწრაფი გოლით დაწინაურდნენ – საჯარიმოში გიორგაიას წაქცევისთვის დანიშნული 7-მეტრიანი დარტყმა, ჯვარაშვილმა გოლად აქცია, 1:0. ამან კავკასიელები გაახელა და თამაში მათი უპირატესობით გაგრძელდა. მათ იერიშებში მეკარე ჯინჭარაძე ერთვებოდა და სამჯერ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ. მე-8 წუთზე თელასის კიპერმა ჯამბურიამ ჭოხონელიძეს არ გაატანინა. ორი წუთის შუალედში მეკარე ჭამბურია, ვიზავი ჯინჭრაძის ორ რთულ დარტყმას გადაეფარა.

მე-15 წუთზე კსუ-ს გათანაბრების ზედიზედ ორი ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ ორივე ქარს გაატანეს. ჯორჯიანსელთა მიერ მიღებული 5 ყვითელი ბარათის გამო, მე-15 წუთზე მანგოშვილის 7 მეტრიანი ძელმა აისხლიტა. ბოლოსწინა წუთზე კი პენალტი წერეთელმა დაარტყა, მაგრამ ააცილა. მეორე ტაიმი ჯორჯიანსელებმა უკეთ დაიწყეს და ეფექტური გოლით ფორა გააორმაგეს – 23-ე წუთზე თოფურიამ კუთხურიდან ბურთი თოდუას დაუგორა, რომელმაც მახვილი კუთხიდან, ხარიხას გავლით ბურთი ბადეში გაახვია, 2:0.

კავკასიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ შეტევებისას დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ. 27-ე წუთზე ჯვარაშვილს ფორის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მეკარე ჯინჭარაძემ მოიგერია. წუთში კი მეკარეთა დუელი ვიხილეთ. თელასის კიპერმა ვიზავი ჯინჭარაძეს აუღო და ცარიელ კარში გაისროლა, მაგრამ ჯინჭარაძემ უკან დახევაც მოახერხა და მაღალი ბურთის მოგერიებაც. 33-ე წუთზე, რიგით მეოთხე პენალტი დაინიშნა, რომელიც ფარცვანიამ გოლად აქცია, 2:1.

დარჩენილ დროში თელასმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაკეთა აქცენტი, კავკასიელებმა შეუტიეს და მატჩის გადარჩენას შეცადნენ, მაგრამ მათ შეტევებს სიზუსტე აკლდა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. თელასმა მეორე მოგება მიითვალა და 6 ქულით კსუ-ს გაუთანაბრდა. ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერად კი 9 ქულიანი პსპ მოგვევლინა.