ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონია

0
3

ელგუჯა ლობჯანიძე კოსტანაის “ტობოლის” შემადგენლობაში ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

კოსტანაელები ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ლიდერობდნენ და ყაზახეთის სუპერლიგის დასკვნით შეხვედრაში სტუმრად “აკჟაიკი” 2:0 დაამარცხეს, რის წყალობით, არებოსბის ისტორიაში ოქროს მედლები მეორედ მოიგეს.

პირველად “ტობოლი” ყაზახეთის ჩემპიონი 2010 წელს გახდა.

29 წლის ლობჯანიძე “ტობოლს” სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და 22 მატჩში (8-ჯერ სასსტარტოში) 4 გოლი გაიტანა.

მან 2021 წელს კოსტანაელებთან ერთად ასევე ყაზახეთის სუპერთასი მოიგო.