„დინამომ“ „თელავს“ ეფექტური გოლებით მოუგო

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში თბილისის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და სამი ქულა უპრობლემოდ აიღო.
თბილისელებიდან ანგარიში მე-40 წუთზე სერბმა ნახევარმცველმა მილან რადინმა გახსნა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა – 1:0.
72-ე წუთზე, ლევან ხარაბაძემ თავისი ნახევრიდან დაიწყო იერიში, მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა ერთ თელაველს გვერდი აუარა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
90-ე წუთზე, ბაქარ ქარდავას გადაცემის შემდეგ სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი სტუმართა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამ სეზონში თავისი მე-14 გოლი მიითვალა – 3:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა „თელავის“ საჯარიმოში „კედელი“ გაითამაშა, მცველს გვერდი საუცხოოდ აუარა და კარიდან გამოსულ ლევან თანდილაშვილს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.
კახა ცხადაძის გაწვრთნილ „დინამოს“ 63 ქულა აქვს და ქულით ჩამორჩება ბათუმის „დინამოს“, რომელიც ხვალ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 31 37 64
2. დინამო თბ დინამო თბ 32 29 63
3. დილა დილა 32 14 56
4. საბურთალო საბურთალო 31 12 50
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 31 -3 47
6. სამგურალი სამგურალი 31 -7 36
7. თელავი თელავი 32 -20 35
8. ტორპედო ტორპედო 32 -13 30
9. შუქურა შუქურა 31 -16 26
10. სამტრედია სამტრედია 31 -33 20