ნიკა კაჭარავამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და ფამაგუსტას “ანორთოსისს” მოაგებინა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-8 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიას “ომონიას” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარი 37-ე წუთზე აიღო, როდესაც საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასი შემდეგ ახალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
27 წლის თავდამსხმელმა “ომონიასთან” მატჩამდე, ბოლოს თავი 2020 წლის 3 მარტს გამოიჩინა, როდესაც ლარნაკას აეკ-ს გაუტანა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს.
ფამაგუსტელთა შემადგენლობაში 2 ტაიმი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ.
ნახევარმცველი ნიკა ნინუა “ანორთოსისის” განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია.
“ანორთოსისმა” მიმდინარე სეზონში მე-3 თამაში მოიგო და 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
