ევროპის ახალგაზრდული ლიგა მოგება-წაგებით დავიწყეთ

0
13

ევროპის 14-წლამდელთა ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო, რომელშიც ქართული გუნდიც ასპარეზობს. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო პირველმა წრემ, რომლის საწყისი 2 მატჩი “საქართველო 2008”-მა 29 ოქტომბერს გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში მასპინძელი “ტარტუ” 30 ქულის სხვაობით – 79:49 დაამარცხა, მომდევნო შეხვედრა კი ლატვიურ “ბერტანსის აკადემიასთან” გამართა და 56:75 დაამარცხა.
ესტონელებთან მატჩში ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი მათე ხატიაშვილმა აჩვენა. მის ანგარიშზე არასრულ 13 წუთში 18 ქულა დაგროვდა. ხატიაშვილი საუკეთესო იყო ლატვიელებთან წაგებულ შეხვედრაშიც. მათემ 28 წუთში 20 ქულა ჩააგდო. საქართველო 2008 მორიგ ორ შეხვედრას 30 ოქტომბერს გამართავს. ჯერ ლატვიურ “რიძენეს” შეხვდება, შემდეგ კი პოლონურ “კომოროვს”.