აპოელში ქართველებიდან მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა

0
3

აპოელმა, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო.

ამჯერად, აპოელი გასვლაზე „დოქსას“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 2:2.

სტუმრებში თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ვირუსის გადატანის შემდეგ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და განაცხადში ვერ მოხვდა. საყრდენი ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია და გუნდს მეორე შეხვედრაა ვერ ეხმარება.

„დოქსას“ განაცხადში ზედიზედ მეორე შეხვედრაა ავთო ებრალიძე ვერ მოხვდა.

აპოელი 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „მეზიოკიოვეშდი“ შინ „უიპეშტს“ დაუზავდა – 2:2. მასპინძლებში სასტარტოში მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა უთამაშა, რომელმაც 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 78-ეზე შეცვალეს.

სტუმრებში გიორგი ბერიძემ მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 66-ეზე მოედანი დატოვა.

ყაზახეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში „აკჟაიკი“ შინ „ტობოლთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებში ელგუჯა ლობჯანიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.