ლაუტარო მარტინესმა მილანის „ინტერთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
იტალიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე დადო.
24 წლის ლაუტარომ მიმდინარე სეზონში „ინტერში“ ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.
„ინტერმა“ სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი 2018 წლის ივლისში არგენტინის „რასინგიდან“ 22,7 მილიონ ევროდ შეიძინა.
