ლა ლიგაში 40 წლის წინანდელი ანტირეკორდი გამეორდა

0
2

ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ ორი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია.

ბოლო 40 წლის განმავლობაში „ლევანტე“ და „ხეტაფე“ აღმოჩნდნენ ის უიღბლოები, რომელთაც ჯერ არ გაუმარჯვიათ.

შესაბამისად, ისინი 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 და მე-20 ადგილზე არიან.

1980-1981 წლების სეზონში „სალამანკამ“ და „ალმერიამ“ 11 ტურში ვერცერთი შეხვედრა მოიგეს.