კუმანი „ბარსელონას“ ყველაზე ცუდი მწვრთნელია გამარჯვებათა პროცენტით ბოლო 18 წელიწადში

0
1

რონალდ კუმანი ბოლო 18 წლის განმავლობაში „ბარსელონაში“გამარჯვებათა პროცენტით ყველაზე ცუდი მწვრთნელია.

ნიდერლანდელი სპეციალისტი კატალონიელთა თავკაცად 2020 წლის ზაფხულში დანიშნეს და ვიდრე ოთხშაბათს გაათავისუფლებდნენ, გუნდს 67 მატჩში უხელმძღვანელა.

„ბარსელონამ“ კუმანის პერიოდში 39 შეხვედრაში გაიმარჯვა, 12 ფრედ დაასრულა და 16 წააგო. შედეგად, მან ჩატარებული თამაშების 58% პროცენტი მოიგო. მაგალითად, მისმა წინამორბედმა კიკე სეტიენმა „ბლაუგრანას“ თამაშების 64% მოაგებინა.

მანამდე, „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელებში ანტირეკორდი აწ გარდაცვლილ სერბ რადომირ ანტიჩს ეკუთვნოდა, რომლის წინამძღოლობით 2003 წელს „ბარსელონამ“ 24 თამაშიდან 12 მოიგო – 50 პროცენტი.