ხავის „ბარსელონაში“ დებიუტის თარიღი ცნობილია

0
2

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ხავის დებიუტის თარიღი ცნობილია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ხავი მშობლიურ გუნდის პირველად 6 ნოემბერს ლა ლიგაში „სელტასთან“ მატჩში გაუძღვება. მას ექვსი ასისტენტი ეყოლება.

„სელტასთან“ თამაშამდე გუნდს დროებით სერხი ბარხუანი უხელმძღვანელებს, რომელიც კატალონიელებს ლა ლიგაში „ალავესთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ გაიყვანს.