საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება

0
6

„გაგრა“, რომელმაც გასულ სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო, წელს ნახსენებ ტურნის 1/4-ფინალში გამოეთიშა.

გაგა კირკიტაძის შეგირდებმა, რომლებიც ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიან, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად მებრძოლი ქობულეთის „შუქურა“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით დამაცხდნენ.

54-ე წუთზე ოთარ ფარულავამ საუცხოო რეიდი გაანხორციელა – საჯარიმოში მისადგომებთან ერთ მეტოქეს გასცდა, შემდეგ საჯარიმოში კიდევ სამს გაექცა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

72-ე წუთზე, გაგრელთა საჯარიმოში მყოფმა ჯეფერსონ ჯერალდომ გარე ტერფით გამოზომილი პასი შეტევაში ჩართულ  ლევან ინგოროყვას გაუკეთა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა.

83-ე წუთზე, ჯეფერსონ ჯერალდო მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი თანამემამულე ჟუნინიო კაბრალს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით უძლიერესი დარტყმით „გაგრას“ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი „შუქურა“ თასის 1/2-ფინალში ითამაშებს.

„საბურთალო“ „გარეჯს“ ეწვია და 21-ე წუთზე თბილისელთა კონტრშეტევის დროს გიორგი გოჩოლეიშვილმა მასპინძლების კარი წინ მდგომი ლევან ნონიკაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.

გაშვებული გოლიდან 10 წუთში კოლუმბიელმა ბერმიდესმა აუტიდან ბურთი პირდაპირ საჯარიმოში სადაც საჰაერო ორთაბრძოლა მისმა თანამემამულე ბრავომ მოიგო, ხოლო შემდეგ ბურთი გიორგი ხარებაშვილს მოხვდა და საბოლოოდ შეტევა იმავე ბრავომ ზუსტი დარტყმით დაასრულა.

89-ე წუთზე, იური ტაბატაძემ ბურთი საგარეჯოელთა ნახევარზე მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით გაიტანა – მასპინძლების მეკარემ თანაგუნდელები ვერ გადაარჩინა. მისმა გოლმა სტუმრებს მოაგებინა და თასის 1/2-ფინალში გაიყვანა.

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე „გორს“ ესტუმრა და მე-19 წუთზე გიორგი ბუხაიძის გოლით დაწინაურდა.

68-ე წუთზე, მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ნოდარ ბარამიძემ გაიტანა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „სამგურალს“ პაპუნა ფონიავა გაუძევეს. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

95-ე წუთზე გორელმა ბექა მუმლაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა.

„სამგურალს“ ნახევარფინალის საგზური ილია ახვლედიანმა მოუტანა, რომელმაც მეტოქის კარი 101-ე წუთზე აიღო.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “სამგურალმა” თასის ფინალში ითამაშა, სადაც პენალტების სერიაში “გაგრასთან” წააგო.