ხავი „ბარსელონას“ გაწვრთნას დათანხმდა

0
6

„ბარსელონას“ ლეგენდა ხავი, რომელიც ამჟამად ყატარის „ალ სადს“ წვრთნის, მზადაა მშობლიურ გუნდს სათავეში ჩაუდგეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანის გაშვების შემდეგ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები ხავის დაუკავშირდნენ, რომელიც მათ წინადადაბეას დათანხმდა.

ამავეს კატალონიური რადიო RAC1 ამტკიცებს. უბრალოდ, ვიდრე ხავის ოფიციალურად დანიშნავენ, მხარეებმა რამდენიმე დეტალი უნდა შეათანხმონ. პირველ ყოვლისა, აუცილებელია ხავი ურთიერთობა თავის ამჟამინდელ კლუბთან მოაგვაროს, რომელთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

დიდი ალბათობით, ხავი „ბარსელონას“ სათავეში ნოემბერში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩაუდგება და დებიუტი 21 ნოემბერს „ესპანიოლთან“ შეხვედრაში ექნება.