გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ბელგიის თასის 1/16-ფინალში “გენტმა” სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე “ბელისია ბილზენი” მიიღო და 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ პენალტი ზუსტად შეასრულა.
მანამდე, ჩაკვეტაძემ გოლი ბოლოს 2019 წლის 13 აპრილს ბელგიის ჩემპიონატში “ანტვერპენთან” შინ 1:2 წაგებულ შეხვედრაში მიითვალა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი მეტოქის კარის აღებიდან ერთ წუთში შეცვალეს.