ბერიძის ბენეფისი უნგრეთის თასზე

0
1

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის 1/8-ფინალში გაიყვანა.

გათამაშების 1/16-ფინალში „უიპეშტი“ სტუმრად „ბუდაფოკის“ შეხვდა და ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 46-ე წუთზე პენალტიდან გახსნა.

64-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო ბურთი გაიტანეს. 88-ე წუთზე „უიპეშტიდან“ თავი ისევ ბერიძემ გამოიჩინა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან „გახსნილმა“ თანაგუნდელისგან ბურთი მიიღო, ერთი მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა.

24 წლის ბერიძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 5 გოლი გაიტანა – 1 ჩემპიონატში, 3 თასზე, ხოლო 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.