ბათუმის „დინამო“ თასის 1/2-ფინალშია

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის „დინამო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებასაც გეგმავს.

ტურნირის 1/4-ფინალში გია გეგუჩაძის შეგირდები საგურამოში თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრნენ და 2-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს.

მატჩის მე-15 წუთზე სანდრო ალთუნაშვილი დროულად შეაყოლა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მეტოქის ზურგსუკან გახსნილ ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.

დაწინაურებიდან 5 წუთში ალთუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მასპინძლების საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და გიორგი ფანცულაიამ ერთი შეხებით გაიტანა – 0:2.

35-ე წუთზე, პარტნიორის გადაცემის შემდეგ, სტუმრების უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა აზაცკიმ თავის ნახევარზე ცუდად დაამუშავა ბურთი, რომელიც თორნიკე კირკიტაძემ აართვა და „დინამოს“ მეკარესთან პირისპირ გასულმა თბილისელთა გარემარბმა ერთი ბურთი გაქვითა.

ცოტა ხანში, იმავე კირკიტაძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში ბურთიანად შესულმა ამჯერად ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა.

მე-2 ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, რომ ვლადიმერ მამუჩაშვილმა „ლოკომოტოვის“ საჯარიმოს მოსადგომებთან გვერდი ერთ მცველს აუარა და „ცაციათი“ რევაზ თევდორაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა.