„ბარსელონამ“ კუმანი გაუშვა და 12 მილიონს გადაუხდის

0
5

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა.

58 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის კატალონიელებს სათავეში 2020 წლის 19 აგვისტოს ჩაუდგა და ამის სანაცვლოდ თავისი ქვეყნის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. მან გასულ სეზონში „ბარსელონას“ ესპანეთის თასი მოაგებინა.

„ბარსელონადან“ გაშვების სანაცვლოდ კუმანი კომპენსაციის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

სხვათა შორის, კუმანი თვითმფრინავში გაათავისუფლეს, როდესაც გუნდი მადრიდიდან ბარსელონაში ბრუნდებოდა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტა თვითმფრინავში “ბარსას” ტოპმენეჯმენსტ მოელაპარაკა და თავისი გადაწყვეტილება ნიდერლანდელს აეროპორტში დაშვებამდე აცნობეს.