„ბაიერნის“ კატასტროფული მარცხი გერმანიის თასზე და ისტორიული ანტირეკორდი

0
4

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშების მეორე რაუნდში სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდა და 0:5 განადგურდა.

მიუნხენელები უკვე 21-ე წუთისთვის 0:3 აგებდნენ და საბოლოოდ ზედიზედ მეორე სეზონის გერმანიის თასს 1/16-ფინალში გამოეთიშნენ.

გერმანიის თასზე „ბაიერნი“ არსებობის ისტორიაში ასეთი ანგარიშით პირველად დამარცხდა. გარდა ამისა, 1978 წლის შემდეგ პირველად მიუნხენელებმა ყველა ტურნირში ყველაზე დიდი სხვაობით წააგეს. მაშინ, ბავარიელებმა ფიასკო „ფორტუნასთან“ განიცადეს – 1:7.

1996 წლის შემდეგ პირველად „ბაიერნმა“ თასის 1/16-ფინალი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა.

ამასთანავე, 2008 წლის შემდეგ პირველად მიუნხენელები მატჩის მსვლელობისას 5-ბურთიანი სხვაობით პირველად მარცხდებოდნენ.

მაშინ, ბუნდესლიგის მე-5 ტურში „რეკორდმაისტერმა“ ბრემენის „ვერდერთან“ პირველ ტაიმში 5 გოლი გაუშვა, ხოლო საბოლოოდ 2:5 დამარცხდა.

გარდა ამისა, ყველა ტურნირში ზედიზედ 84 მატჩში გოლის გატანის შემდეგ, „ბაიერნმა“ მეტოქის კარი პირველად ვერ აიღო. მიონხენგლადბახელებთან შეხვედრამდე ბოლო ბავარიელებმა 2020 წლის თებერვალში „ლაიფციგს“ ვერ გაუტანეს.

აქედან გამომდინარე, მიუნხენელებმა არგენტინის „რივერ პლეიტის“ რეკორდი ვერ მოხსნეს, რომელმაც 1936-1039 წლებში გოლი ზედიზედ 96 შეხვედრაში გაიტანა.