„ვოლფსბურგს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
2

„ვოლფსბურგის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია.

გერმანულის კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მგლებს“ ფლორიან კოფელდტი გაუძღვება, რომელმაც ნიდერლანდელი მარკ ვან ბომელი შეცვალა.

39 წლის გერმანელმა სპეციალისტმა „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ, ვოლფსბურგელები 13 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

გუნდს 11 სექტემბრის შემდეგ არ გაუმარჯვია – 3 ფრე და 5 მარცხი.