სანდრო მამუკელაშვილი G ლიგაში ითამაშებს

0
5

NBA-ის ჩემპიონმა “მილუოკი ბაქზმა” სანდრო მამუკელაშვილი განვითარების ლიგის კლუბ “ვისკონსინ ჰერდში” გაუშვა. ეს გუნდი G ლიგაში “ბაქზის” სარეზერვო გუნდად მიიჩნევა.
სანდრო მამუკელაშვილი დრაფტზე 54-ე ნომრად „მილუოკიმ“ აიყვანა და NBA-ის რეგულარულ სეზონში თამაშის საშუალებაც მისცა. ჯამში ქართველმა კალათბურთელმა  პარკეტზე 50 წუთამდე დაჰყო და 14 ქულას მოუყარა თავი.
სანდროს და „მილუოკის“ შორის ორმხრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც ქართველ კალათბურთელს NBA-ში მაქსიმუმ 50 მატჩში შეუძლია მონაწილეობა.