ყაზაიშვილის მე-13 გოლი სეზონში, ქართველის გუნდი სამხრეთ კორეის თასსაც გამოეთიშა

0
5

ვაკო ყაზაიშვილმა „ულსანის“ მაისურით კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

სამხრეთ კორეის თასის ნახევარფინალში ქართველის გუნდში შინ „ჩონამ დრეგონზს“ შეხვდა და 1:2 წააგო.

სტუმრებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს. მე-80 წუთზე ყაზაიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ „ულსანი“ გასულ კვირაში აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც დამარცხდა „პჰოჰან სთილერზთან“ პენალტების სერიაში.

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა, თასზე თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.