ქალთა ეროვნული ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

0
1

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად გიორგი ჩხაიძის გუნდის სტუმრად სლოვაკეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 0:2 დამარცხდა.

​მასპინძლებმა ორივე გოლის გატანა პირველი ტაიმის მიწურულს, დროის ორწუთიან მონაკვეთში მოახერხეს. 38-ე წუთზე ანგარიში მარია მიკოლაიოვამ გახსნა, მე-40-ზე კი, მარტინა შურნოვსკამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

სლოვაკეთი 2:0 საქართველო

პოპრადი, ეროვნული ნაკრების სავარჯიშო ცენტრი

სლოვაკეთი: კორენჩოვა, ჟემბეროვა (78′ ფაბოვა), ჰორვატოვა, ბიროოვა (90′ ლემეშოვა), ფიშჩეროვა, ჰმიროვა (78′ პანაკოვა), ბარტოვიჩოვა, მიკოლაიოვა, შკორვანკოვა, ვოიტეკოვა, შურნოვსკა (72′ მატავკოვა)

​სათადარიგო შემადგენლობა: რეზეკოვა, ხლადეკოვა, მაზუხოვა, კოშიკოვა, ბიჩანკოვა

მთავარი მწვრთნელი: პეტერ კოპუნი

საქართველო: სუხაშვილი, ჩხარტიშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე (46′ ქადაგიშვილი), თოდაძე (67′ ჯანიკაშვილი), პასიკაშვილი (74′ წოწერია), დანელია, ბოლქვაძე (74′ გორგაძე), ხაბურძანია, ბაქრაძე, ჭიჭინაძე (90′ გუჯაბიძე)

​სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, გულორდავა, ალელიშვილი, დიმოპულუ

​მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

გაფრთხილება: 24′ ბაქრაძე, 34′ სუთიძე, 66′ ხაბურძანია

​გოლები: 1:0 მიკოლაიოვა (38), 2:0 შურნოვსკა (40)

მსაჯები: ლიზი ფან დერ ჰელმი, ფრანკა ოვერტოომი, მარტა ბოერი, მარისკა ოვერტოომი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო თამაშს 30 ნოემბერს გამართავს. გიორგი ჩხაიძის გუნდი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება.