კვერკველია უკრაინის თასს გამოეთიშა

0
3

სოლომონ კვერკველიამ „მეტალისტ 1925“-ში მეორე მატჩი ჩაატარა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად უთამაშია.

უკრაინის თასის 1/8-ფინალში ხარკოველებმა „ოლექსანდრია“ მიიღეს და 2:5 წააგეს.

ოლექსანდრიელებმა მეტოქეს პირველ ტაიმში 2 უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი 3-ჯერ აიღეს და თავად მხოლოდ 2 ბურთი მიიღეს.

კვერკველია თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „მეტალისტ 1925“ 0:3 მარცხდებოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველი „მეტალისტ 1925“-ს გასულ კვირაში შეუერთდა და ვიდრე თასზე ითამაშებდა, ერთი შეხვედრა შეცვლაზე ჩემპიონატში ჩაატარა.