გვილიას პირველი გოლი “რაკუვის” მაისურით

0
1

ვაკო გვილიამ “რაკუვში” გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.

პოლონეთის თასის 1/16-ფინალში “რაკუვი” სტუმრად მე-3 ლიგის წარმომადგენელს “კალიშს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა. “რაკუვმა” მეორე გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გაიტანა.

გვილიამ ისევ შეუცვლელად ითამაშა, როგორც ეს მიმდინარე სეზონში პოლონეთის ჩემპიონატში მის მიერ ჩატარებულ მატჩებში მოხდა.