17-წლამდელები ევროშესარჩევში ჯგუფში ბოლო მატჩისთვის ემზადებიან

0
2

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ – 1:1 ითამაშა. ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელი უნგრეთი – 0:1 დაამარცხა და ჯგუფში, 4 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ხვალ, 19:00 საათზე, გიორგი ჩიტაურის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩში, ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება. ბიჩკეში გასამართი მატჩისთვის, 17-წლამდელები სრული შემადგენლობით ემზადებიან.

ესტონეთის 17-წლამდელებმა, ჯგუფის პირველი შეხვედრა, ჯგუფური ეტაპის მასპინძელ უნგრელებთან – 0:3 დათმეს, ხოლო მეორე ტურის მატჩში, ისლანდია 2:1 დაამარცხეს და ბოლო ტურის წინ, ჯგუფში 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.