13-წლამდელთა გუნდები ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ მიემგზავრებიან

0
5

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო და წარმატებული ახალგაზრდული გუნდების წახალისებას ემსახურება, კვლავ წარმატებით გაგრძელდა.

პროექტის თანახმად “Junior NBA-GBF” ლიგის წარმატებულ გუნდებს ფედერაცია თანადაფინანსებას უწევს, რათა მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.

გასული სეზონის “Junior NBA-GBF”-ის “ა” ლიგაში საპრიზო სამეული ამ თანმიმდევრობით განაწილდა:

1. თბილისი ბასკეტ იბერი
2.ვინგსი
3. ოვერტაიმი

სწორედ ამ გუნდებს ერგოთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან თანადაფინანსება და ხვალ, გამთენიისას სამივე მათგანი ესტონეთის დაბა კაარიკუში გაემგზავრება, სადაც ბალტიის ლიგის ახალი სეზონი იწყება 13-წლამდე მოზარდებს შორის.

ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 3 ქართულია. პირველი წრის მატჩები ესტონეთში 29-31 ოქტომბერს გაიმართება. წარმოგიდგენთ სამივე ქართული გუნდის კალენდარს.

მეორე წრის თამაშების კალენდარი პირველის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.