ლუკა ლაკვეხელიანმა მიმდინარე სეზონში თავისი პირველი საგოლე პასი შეასრულა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-10 ტურში „მეზიოკიოვეშდმა“, სადაც ქართველი მარცხენა მცველი გამოდის, სტუმრად „ჰონვედი“ 3:2 დაამარცხა.
მე-8 წუთზე „მეზიოკიოვეშდის“ შეტევის დროს ლაკვეხელიანმა ზუსტი პასი მეტოქის საჯარიმოში მყოფ ვოიტუშს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ, მასპინძლებმა გოლები 69-ე და 81-ე წუთებზე გაიტანეს. თუმცა, ლაკვეხელიანის გუნდმა ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ „მეზიოკიოვეშდი“ მე-17 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.
23 წლის ქართველმ ფეხბურთელმა მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ, ამ სეზონში სასტარტოში მესამე თამაში ჩაატარა.
„მეზიოკიოვეშდი“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციაზეა.
