ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.
პოლონეთის თასის 1/16-ფინალში პოზნანელები სტუმრად მე-3 ლიგის „სკერნევიცეს“ დაუპირისპირდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
„ლეხი“ მე-9 წუთზე რამირესის დარტყმით დაწინაურდა, ხოლო 21-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა ბრონიარეკმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთმ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მას მერე დაკარგა, რაც ავტოავარიაში მოჰყვა და სისხლში დასაშვებ ნორმაზე მეტი ალკოჰოლი აღმოაჩნდა.
