“ბარსა” და “ბოკა” მარადონას თასს გაითამაშებენ

0
13

„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ დიეგო არმანდო მარადონას თასს გაითამაშებენ. ეს იქნება ამხანაგური მატჩი, რომელიც საფეხბურთო ჯადოქარ არგენტინელის გარდაცვალებიდან წლისთავზე გაიმართება.
მატჩი 14 დეკემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარდება. ამის შესახებ „ბარსელონას“ ოფიციალური საიტი იტყობინება. მატჩი „მრსულ პარკზე“ გაიმართება, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევს.
მარადონა „ბოკაში“ 1981/82, ასევე 1995-დან 1997 წლამდე გამოდიოდა. „ბარსას“ რიგებში კი დიეგომ ორი სეზონი გაატარა – 1982-დან 1984 წლამდე.
მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა გულის გაჩერების შედეგად. ორი კვირით ადრე მას ტვინის ოპერაცია გაუკეთეს.