„ინტერმა“ და „იუვენტუსმა“ ქულები გაიყვეს, ინძაგი გააძევეს

0
11

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი მილანის „ინტერსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის 1:1 დასრულდა.

მილანელები მე-17 წუთზე ბოსნიელმა ედინ ჯეკომ დააწინაურა, ხოლო 89-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან მასპინძლები კარი არგენტინელმა პაულო დიბალამ აიღო.

ჯეკომ თავი ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეშვიდედ გამოიჩინა და საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება „ლაციოს“ ფორვარდ ჩირო იმობილეს.

„იუვენტუსმა“ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში გოლი პირველად გაუშვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდის 6-მატჩიანი გამარჯვებათა სერია მილანელებთან შეწყდა. „იუვეს“ ზედიზედ 9 თამაშია არცერთ ტურნირში წაუგია.

მატჩის მსვლელობისას მილანელთა მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გააძევეს, რომელმაც მთავარ მსაჯ მაურიციო მარიანის დაუყვირა და ამ ფორმით პენალტი გააპროტესტა.