ჩაკვეტაძეს ამჯერად სასტარტო არ ანდეს

0
6

ბელგიის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაში „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ, ამჯერად, გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.

მე-12 ტურში „გენტმა“ სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „გენკი“ 3:0 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.

„გენტმა“ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა, მე-60 წუთზე პენალტიდან მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 79-ე წუთზე მეტოქის კარის მესამედ აიღო.

„გენტს“ 17 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა.

„ლუვენმა“ შინ „სენტ-ტრიუდენს“ 4:1 აჯობა და გამარჯვებულთა განაცხადში ქართველი გარემარბი ლევან შენგელია ვერ მოხვდა.