“ბარსას” ფანები კუმანის ავტომანქანას თავს დაესხნენ

0
8

“ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ, “ბარსელონას” ფანები გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანის ავტომანქანას თავს დაესხნენ.

გულშემატკივრები ნიდერლანდელ სპეციალისტს სტადიონის გამოსასვლელთან დახვდნენ, მის ავტომანქანას გარს შემოერტყნენ, ხელებს ურტყამდნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ.

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში “ბარსამ” “კამპ ნოუზე” მადრიდის “რეალი” მიიღო და 1:2 დამარცხდა.

სტუმრები ალაბასა და ვასკესის გოლებით 2:0 იგებდნენ, ხოლო აგუერო ერთი ბურთი მატჩის ბოლო წუთზე გაქვითა.

“რეალმა” “ბარსელონას” ზედიზედ მეოთხე “ელ კლასიკო” მოუგო.