17-წლამდელებმა უნგრელებს სძლიეს და ჯგუფში გალიდერდნენ

0
3

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მე-4 ჯგუფში მეორე მატჩი ჩაატარეს და 3 ქულა აიღეს.

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის მასპინძელი უნგრეთი 1:0 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შეხვედრის 86-ე წუთზე ლუკა პარკაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაკიდა, სადაც ყველას ალექსანდრე ნარიმანიძემ დაასწრო და თავით გაიტანა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში უნგრელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ კარის ახლოდან დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრებს, რომელმაც პირველი მატჩი ისლანდიასთან 1:1 დაასრულა,  4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ჩიტაურის შეგირდები ბოლო შეხვედრას ესტონეთთან ჩაატარებენ, რომელმაც მეორე ტურში ისლანდიას 2:1 აჯობა.

უნგრეთი- საქართველო 1:0 (0:0)

25 ოქტომბერი. ტელკი. სტადიონი „გლობალ ფუტბოლ პარკი“.

საქართველო:  კოპალიანი, გობეშია, სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე, სიგუა(კ), ალიბეგაშვილი, ციკოლია, ფარცვანია, ცეცხლაძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.

გოლი: 0:1 ნარიმანიძე (86)

გაფრთხილება: ლისტეში (15), სადღობელაშვილი (37), გობეშია (47), ცეცხლაძე (50), ალიბეგაშვილი (60), საბო (60), კოვაჩი (74).

მთავარი მსაჯი: აბდულქადირ ბითიგენი (თურქეთი)