ლობჯანიძის მესამე გოლი ყაზახეთის პრემიერ ლიგაში

0
2

ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თავისი მე-3 გოლი გაიტანა.

კოსტანაის „ტობოლმა“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სახლში ყარაგანდის „შახტიორი“ 4:1 დაამარცხა.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 3:0 იგებდა. ის 83-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ გაიტანა. „ტობოლი“ 58 ქულით ყაზახეთის 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

გერმანიის მეორე ბუნდელისგის მე-11 ტურში დრეზდენის „დინამო“ გელზენკირხენში ადგილობროვ „შალკესთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე სტუმრების სასტარტოში არ იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. „დინამო“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა.