კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა მეტოქეს ავტოგოლი „აკიდა“

0
0

ყაზანის „რუბინმა“ ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით სტუმრად აუტსაიდერ „უფასთან“ ქულა აიღო.

მასპინძლები მე-19 წუთზე აგალაროვმა პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ დააწინაურა.

34-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ ანგარიში დანიელი დრეირის გადაემის შემდეგ მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან ქართველის ასისტენტზე თამაშგარე დააფოქსირა.

თუმცა, კვარაცხელიას, რომელიც მატჩზე ახალი ვარცხნილობით წარსდგა, აქტიურობა არ შეუწყვეტია და 59-ე წუთზე უფელთა საჯარიმოში შეჭრილმა გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ხოლო ჟურავლიოვმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა, „უფაში“ კი ისევ არ გამოჩენილა საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც ტრავმირებულია.

„რუბინი“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა, „უფა“ კი 10 ქულით მეთხუთმეტეა.