ხოჭოლავას მეორე მარცხი დანიის სუპერლიგაში

0
2

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა თამაშობს, მიმდინარე სეზონში დანიის პრემიერ ლიგაში მეორედ დამარცხდა.

კოპენჰაგენელები მათთავი პრინციპულ დერბიში სტუმრად „ბრონდბიუს“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს.

მასპინძლებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 57-ე წუთზე თავისი უპირატესობა ორ ბურთამდე თერთმეტმეტრიანი ზუსტად დარტყმის მერე გაზარდეს.  64-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაიტანეს, მაგრამ დარჩენილ დროში ქულა ვერ გადაარჩინეს.

ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კოპენჰაგენი“ 25 ქულით 12-გუნდიან სუპერლიგაში მეორეა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურში „ალმერია“ „მირანდესს“ ეწვია და 4:1 სძლია. სტუმართა კარში ისევ არ იდგა გიორგი მაკრიძემ, რომელმაც თავისი გუნდის წარმატებას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. „ალმერია“ 25 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.