„დინამომ“ ბათუმელებთან ჩამორჩენა შეამცირა

0
4

თბილისის „დინამომ“ ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ქულებში ჩამორჩენა შეამცირა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილი დინამოელები თანაქალაქელ „საბურთალოს“ ეწვივნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
მატჩში ერთადერთი გოლი ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოი შეჭრის შემდეგ ძლიერად დაარტყა და ოთო გოშაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ქავთარაძემ დამატებაზე მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და თბილისელებს 64 ქულა აქვთ – ლიდერ ბათუმელებს 3 ქულით ჩამორჩებიან.
„საბურთალომ“, რომელსაც ხვიჩა შუბითიძე ხელმძღვანელობს მე-3 ადგილი დაკარგა და 50 ქულით მეოთხეა.
„თელავმა“ ზედიზედ სამი თამაშის მოგების შემდეგ, შინ „კავკასიონ არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:3 წააგო.
სტუმრები პირველივე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა დააწინაურა, რომელმაც ბელარუსი დმიტრი რეკიშის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა შორეულ კუთხეში დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა – 0:1.
მე-10 წუთზე ახვლედიანმა დუბლი შეასრულა, რომელსაც ამჯერად, ასისტენტობა ბერძენმა ვასილის კარაგუნისმა გაუწია და “ტორპედოს” ფორვარდმა მას მერე რაც მცველებს დაასწრო, ბურთი კარში ერთი შეხებით შეაგდო – 0:2.
27-ე წუთზე, მასპინძლებიდან ერთი ბურთი ნიგერიელმა ნახევარმცველმა რაფაელ ჩუკვურამ გაქვითა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ქუთაისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა – 1:2.
43-ე წუთზე, ბიძინა მახარობლიძემ მეტოქის საჯარიმოში თელაველ ფეხბურთელს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო და პასი რეკიშს მისცა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ზუსტად დაარტყა – 1:3.
„თელავი“ 35 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 30 ქულით – მერვეზე.

კლუბი ±
1. დინამო ბთ დინამო ბთ 31 37 64
2. დინამო თბ დინამო თბ 31 25 60
3. დილა დილა 31 11 53
4. საბურთალო საბურთალო 31 12 50
5. ლოკომოტივი ლოკომოტივი 31 -3 47
6. სამგურალი სამგურალი 31 -7 36
7. თელავი თელავი 31 -16 35
8. ტორპედო ტორპედო 31 -10 30
9. შუქურა შუქურა 31 -16 26
10. სამტრედია სამტრედია 31 -33 20