„დილას“ ზედიზედ მესამე გამარჯვება

0
1

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.

31-ე ტურში გორელებმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და ორი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 62-ე წუთზე გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ მეტოქის კარში ქუსლით ძალიან ეფექტურად გაგზავნა ბურთი, რომელსაც გვინეელმა უსმანე კამარამ კარში ადგილი საბოლოოდ მიუჩინა – 1:0.

89-ე წუთზე, კამარამ სტუმართა ორი მცველი „გააბრუა“ და „სამგურალის“ საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილი მოძებნა, რომელმაც შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა.

ანდრე დემჩენკოს გაწვრთნილი „დილას“ 53 ქულა აქვს და ვიდრე დღეს „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი შედგება, მესამე ადგილზეა.

სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა „სამგურალი“ მიჯრით მესამე შეხვედრაში უქულოდ დარჩა და 36 ქულით მეექვსეა.