ბათუმელთა სენსაციური მარცხი სამტრედიაში

0
8

ბათუმის “დინამოს” 14-მატჩიანი წაუგებელი სერია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში “სამტრედიაში” შეწყდა.

გია ცეცაძის წასვლის შემდეგ, აუტსაიდერმა სამტრედიელებმა ლერი მიგინეიშვილის ხელმძღვანელობით სენსაცია გამოაცხვეს და ჩემპიონატის ლიდერი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

გასათვალისწინებელია, რომ მეორე ტაიმი მასპინძლებმა 10 კაცით ჩაატარეს, რადგან 45-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გიორგი ახალაძე გააძევეს. ამასთანავე, 58-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

90-ე წუთზე მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი ანატოლი მესიაჩენკომ გაიტანა, რომელიც თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო და სამტრედიელთა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა. მან ბურთი ზვიად ენდელაძისგან მიიღო, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გიული მანჯგალაძეს გასცდა და ზუსტად დაარტყა – 1:0.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები 64 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან, ხოლო “სამტრედია” 20 ქულით ბოლოა.

თბილისის “ლოკომოტივი” ფოთში “ფაზისზე” ქობულეთის “შუქურას” ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.

თავი 35-ე წუთზე დავით უბილავამ გამოიჩინა, როდესაც საჯარიმოს გარედან ნიდერლანდელმა ულად-ომარ იმრანმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად დაარტყა და მასპინძელათ მეკარე ლუკა შეროზიას მიერ მოგერიებულ ბურთს “ლოკომოტივის” კაპიტანმა დაამატა.

“ლოკომოტივი” 47 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, ხოლო “შუქურა” 26 ქულით მეცხრეა.